შესვლა

ყველაფერი კანე კორსოზე

ყველაფერი კანე კორსოზე

წარმოშობა: იტალია

წონა: ხვადი 42-50კგ, ძუ 38-45კგ.

სიმაღლე: ხვადი 62-70 სმ, ძუ 60-66 სმ

ფერი : შავი, რუხი,  წაბლისფერი-მოწითალო, ჭრელი (ვეფხვისებრი)

ლეკვების რაოდენობა: 6-10 ლეკვი

სიცოცხლის ხანგრძლივობა: 9-12 წელი

დიდი ზომის ძაღლის ჯიში – კანე კორსო მასტიფის ტიპის ძაღლებს მიეკუთვნება. საკმაოდ გავრცელებული არა მხოლოდ საქართველოში, რომელსაც ბევრი ქვეყნის ძაღლსაშენში ამრავლებს მისი დახვეწილი ვიზუალის, გამძლე ორგანიზმისა და სილამაზის გამო.

კანე კორსოს ფესვები იტალიიდან მოდის, მისი წინაპრები კი ძველი რომაული ძაღლებია, რომელთან იყენებდნენ საბრძოლველად, სანადიროდ, სამწყემსად და დასაცავად.

ეს ჯიში გამოირჩევა მსხვილი ძვლებითა და კარგად განვითარებული კუნთებით, ჩამოკიდებული, საშუალო ზომის ყურები და გრძელი კუდი. სამწუხაროდ, საქართველოში ხშირად აჭრიან ძაღლს ყურებსა და კუდს. გახსოვდეთ, ყურებ და კუდ მოჭრილი ცხოველების გაყვანა ზოგ ქვეყანაში აკრძალულია, ამიტომ – კარგად დაფიქრდით, სანამ ძაღლს ტკივილს მიაყენებთ სილამაზის გამო.

ხასიათი

როცა საქმე სისწრაფეს, ათლეტურობასა და ენერგიულობას  ეხება, კანე კორსო მარტივად ჩამოიტოვებს უკან სხვა მასტიფებს. ეს ჯიში ზედგამოჭრილია ოჯახისთვის – მცველი, თავდადებული და უშიშარი ძაღლი მზადაა გიერთგულოთ სიცოცხლის ბოლომდე.

რა თქმა უნდა, როგორც ყველა ჯიშის ძაღლს, კანე კორსოსაც სჭირდება ლეკვობიდან აღზრდა, რათა  განავითაროს ზემოთ ჩამოთვლილი თვისებები. გაწვრთნილი, აღზრდილი კორსო ძალიან მოსიყვარულეა ყველასთან – მათ შორის ბავშვებთან, უცხო ცხოველებთან და ადამიანებთან.

ლეკვებს პატარაობიდან სჭირდებათ სოციალიზაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება გვერდში აგრესიული, დაუმორჩილებელი, ავი ძაღლი შეგრჩეთ. გაითვალისწინეთ მისი გაბარიტებიც – ამხელა ძაღლს მარტივად შეუძლია ადამიანის დაზიანებაც.

კორსო საკმაოდ დომინანტი და ძლიერი ძაღლია,  მაგრამ სწორი აღზრდის შემთხვევაში, პატივს სცემს და ემორჩილება პატრონს. ამისათვის კი აუცილებელია პატარაობიდანვე დაანახოთ ძაღლს, რომ დომინანტი ხართ თქვენ. თუკი ეს არ გამოგდით, მიენდეთ პროფესიონალებს – კინოლოგებს.

 

რამდენად ხშირად სჭირდება ვარჯიში?

თუ თქვენ ცხოვრობთ კორპუსის ბინაში, გაითვალისწინეთ, რომ ამ ათლეტურ ჯიშს სჭირდება ბევრი რეგულარული ვარჯიში. კანე კორსო იდეალური კონპანიონია მორბენლებისთვის. ეცადეთ, დღეში მინიმუმ ორჯერ გაიყვანოთ ეზოში სასეირნოდ, სარბენად, ცხოველებთან სათამაშოდ, ენერგიის დასახარჯად. გაითვალისწინეთ, ლეკვებისთვის არ არის რეკომენდირებული დიდი დატვირთვა, რადგან მათი ძვლები არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული.

კორსოს გონებრივი შესაძლებლობები იმდენად დიდია, რომ მათ ხშირად სახლების, ობიექტების დასაცავად იყენებენ. ასევე, საპოლიციო სამსახური და პირადი მცველობაც არაა უცხო ჯიშისთვის.

 

მარტივია,თუ არა  გაწვრთნა?

კანე კორსო არის ჭკვიანი და დამჯერი ძაღლი, რომელსაც ხშირად უნდა პატრონის გახარება, ეს კი ხელს შეგიწყობთ გაწვრთნის პროცედურებში. გაითვალისწინეთ, რომ ამ ჯიშს აგრესიულსა და უკონტროლოს ხდის სასჯელზე დაფუძნებული წვრთნა.

 

არის თუარა მეგობრული უცხო ხალხთან და სხვა ცხოველებთან?

კანე კორსოს შეგიძლიათ მარტივად ანდოთ თქვენი ბავშვი, მას ხომ  ბავშვების ძიძასაც უწოდებენ. თუ ძაღლი შენიშნავს რაიმე საფრხეს, ძალიან წყნარი, გაწონსწორებული ცხოველი შეიძლება მონსტრად გადაიქცეს და სიცოცხლე გაწიროს ოჯახის წევრებისთვის.

რა თქმა უნდა, აუცილებელია სწორი აღზრდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კორსო, როგორც სხვა ყველა ჯიში, შეიძლება იყოს აგრესიული უცხო ხალხთან და ცხოველებთან.

 

გრუმინგი და ვარცხნა

იმის მიუხედავად, რომ კანე კორსოს აქვს დაბალი ბეწვი, მუდმივად ყრის და იცვლის ბეწვს, სიგრძე და რაოდენობა კი განსხვავდება. შემოდგომა-გაზაფხული ბეწვის ცვენის სეზონია. მბზინავი და დაბალი ბეწვისათვის კი საკმარისია კვირაში ორჯერ დავარცხნა.

 

 

რა დაავადებების პრობლემების რისკი აქვთ კორსოებს?

აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ყურებსა და თვალებს. ქავილის, ცრემლიანობის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს. კანე კორსო იმდენად ჯანმრთელი და ძლიერი აგებულებისაა, რომ სწორი მოვლის შემთხვევაში, იშვიათად ემართებათ მენჯების დაავადებები (დისპლაზია), ართრიტი, ალერგია, მეტეორიზმი და სხვა.

 

 

დაიმახსოვრეთ, ცხოველისთვის, განსაკუთრებით – მგრძნობიარე კორსოებისთვის,  საკვებზე და ვარჯიშზე მნიშვნელოვანი თქვენი ყურადღება და სითბოა. ძაღლის შეძენისას გაითვალისწინეთ, რომ თქვენი დროის დიდი ნაწილი უნდა დაუთმოთ ამ შესანიშნავ ჯიშს. მუდმივად აკონტროლეთ ცხოველის ჯანმრთლეობა ვეტერინართან.

აქვე, გიზიარებთ საინტერესო და სახალისო ვიდეო რგოლს კანე კორსოებზე 🥰

 

 

 

 

წყარო:

https://www.yourpurebredpuppy.com/reviews/canecorsos.html

https://en.wikipedia.org/wiki/Cane_Corso

https://www.akc.org/dog-breeds/cane-corso/

https://dogtime.com/dog-breeds/cane-corso 

Related Posts

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *