
ცხოველები სახლში
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის შესახებ“ 2015 წლის 6 აპრილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება, შინაური ცხოველის ყველა პატრონს უდგენს ცხოველისთვის აუცილებელი საარსებო პირობების შექმნის მოვალეობას, რაშიც შედის:
– კვება ცხოველისთვის დადგენილი რაციონით და დაწყურვება;
– საცხოვრებელი ფართობის გამოყოფა შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებით, რეგულარული გასეირნება;
– ვეტერინარული ზედამხედველობის უზრუნველყოფა და მომსახურება – დაავადებების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, ცოფის და სხვა საშიში დაავადებების საწინააღმდეგო დროული ვაქცინაცია, ვეტერინარული მკურნალობა, ლაბორატორიული კვლევა;