შესვლა

ჩუქდება ლოლია ჩუქდება

თბილისი

ეს 2 თვის ლოლია. 15 წლამდე ბავშვები ასეირნებდნენ უბანში, იქიდან გამომდინარე , რომ მეც მყავს ძაღლი დავინტერესდი დეტალებით. მითხრეს გვაჩუქესო. მეორე დღეს ეს ლეკვი მარტო დაიარებოდა ქუჩაში, ყველა გამვლელს უკან მისდევდა , იმ იმედით რომ ვინმე აიყვანდა ან აჭმევდა. მოგვიანებით ისევ ამ ბავშვებთან ერთად ვნახე, სტადიონზე ხეზე სახლი გაუკეთებიათ და იქ შემოუსვიათ ლეკვი. თან ამ ხეზე ტოტებს არხევდნენ. შენიშვნა მივეცი, არ ჩამოვარდეს , ან წვიმა რომ დაიწყოს დასველდება ლეკვი მეთქი, თუმცა ყურადღება არ მომაქციეს.. მეორე დღეს იგივე გავუმეორე , მომატყუეს სახლს ვუკეთებთ ეზოში და ჩამოვიყვანთო , თუმცა იმ საღამოსვე გარეთ ვნახე ლეკვი ქუჩაში სრულიად მარტო, ისევ გამვლელებს დასდევდა, მაღაზიასთან გამყიდველს შესციცინებდა ხელებში…

მეორე დღეს იმ ბავშვებთან დიალოგი მქონდა რატომ დატოვეთ გარეთ მეთქი, ერთმანეთს უყურებდნენ და იცინოდნენ… მიუხედავად იმისსა რომ მიატოვეს თავს მაინც არ ანებებდნენ , პარკში სურვილისამებრ დაათრევდნენ , ხან ვინ დაატარებდა ხან ვინ.. შემდეგ დილით როცა ჩემს ძაღლს ვასეირნებდი ლეკვის წკმუტუნი შემომესმა მივედი და ხეში გაჩხერილი ლეკვი დამხვდა, ტიროდა და კანკალებდა, ეზოში ბავშვს ვთხოვე დახმარება ჩამომასმევინა და წამოვიყვანე სახლში.. საოცრად შეშინებული იყო. მთლიანად კანკალებდა საბრალო ლეკვი. წარმომიდგენია რამდენად დაუზიანეს ფსიქიკა. სახლი ეუცხოვა , თუმცა ერთ დღეში მოთბა, თამაში დაიწყო, საოცრად ცელკი და თბილი გოგონაა..

სამწუხაროდ ვერ ვახერხებ მის დატოვებას , რადგან სახლში პიტბული მყავს და არაფრით არ გააჩერებს, ძალიან ეჭვიანობს… იქნებ ვინმემ აიყვანოთ ეს პატარა არსება, ზამთარს ქუჩაში ვერ გადაიტანს .. ნუ გაიმეტებთ ქუჩისთვის. დამუშავებულია ჭიაზე , ჩაწერილია სტერილიზაციის რიგში.

სურვილის შემთხვევაში დამიკავშირდით : 555573017 – ლიკა, 579773330 – თამუნა

ცხოველი

დაწერე შეფასება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რამდენად შეესაბამება სიმართლეს მოცემული ინფორმაცია?

ვერიფიცირებული განცხადება

გამოაქვეყნა Getpet გეთფეთი

admin admin