შესვლა

წესები და პირობები

ტერმინები

“საიტი”- ვებ გვერდი https://getpet.ge/

“მომხმარებელი”- ფიზიკური, ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს საიტის მომსახურებით, ანთავსებს განცხადებას, ან ეძებს სასურველ პროდუქციას.

“განცხადება”- ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია გასაყიდი, გასაჩუქებელი, დართვა/შესაჯვარებელი, ნაპოვნი და დაკარგული  ცხოველების, კინოლოგების, ცხოველის მომვლელების, ვეტერინარებისა და ვეტ-კლინიკების შესახებ.

  1. ხელშეკრულების ძირითადი პირობები

1.1 საიტი არ არის არცერთი გარიგების ორგანიზატორი, თანამონაწილე, გამყიდველი, მყიდველი, ან შემჯვარებელი. საიტი არის შუამავალი, რომელიც ეხმარება გამყიდველსა და მყიდველს ერთმანეთთან დაკავშირებაში.

1.2 საიტი უზრუნველყოფს განცხადებების განთავსებას ზუსტად შესაბამის განყოფილებაში, რაც მომხმარებელს ეხმარება სასურველი ინფორმაციის ადვილად მოძებნაში.

1.3 საიტს არ ეკუთვნის განთავსებული არცერთი პროდუქტი (განცხადება) და არ ფლობს არანაირ დამატებით ინფორმაციას მათი რეალური მდგომარეობის შესახებ.

1.4 ნებისმიერი ფიზიკური, თუ იურიდიული პირი საიტზე პირად ინფორმაციას ანთავსებს თავისი სურვილით, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.

1.5 საიტზე ინფორმაციის განთავსებისას მომხმარებელი ეთანხმება, რომ ინფორმაცია იქნება ღია და ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება მისი ნახვა.

1.6 გამომდინარე 1.5 პუნქტიდან, მომხმარებელი თავის თავზე იღებს ყველა რისკს დაკავშირებულს ამ ინფორმაციის გავრცელებასთან.

1.7 საიტზე განთავსებულ ინფორმაციას არ აქვს იურიდიული ძალა, მომხმარებელი ვალდებულია ნებისმიერი ფინანსური გარიგების წინ გადაამოწმოს ინფორმაციის სისწორე.

1.8 მომხმარებელი უნდა გაეცნოს წინამდებარე წესებსა და პირობებს. საიტი უფლებამოსილია ცალმხრივად შეიტანოს ცვლილება ან/და დამატება წესებსა და პირობებში მომხმარებელთათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. ამასთანავე, მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე სტუმრობა/სარგებლობა ავტომატურად გულისხმობს მომხმარებლის თანხმობას წინამდებარე წესებსა და პირობებზე