შესვლა

Blog

Latest News
ყველაფერი ლაბრადორ-რეტრივერთან დაკავშირებით

ყველაფერი ლაბრადორ-რეტრივერთან დაკავშირებით

წარმოშობა: დიდი ბრიტანეთი, კანადა

წონა: მამრი 29-36 კგ;  მდედრი 25-32 კგ

სიმაღლე: მამრი 56-57 სმ; მდედრი 54-56 სმ

ფერი : თეთრი, შავი, ყავისფერი

სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-13 წელი

ლაბრადორების ხასიათი

ლაბრადორი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯიშია საქართველოში და შესანიშნავი არჩევანია ოჯახისთვის. ცნობილია, როგორც ჭკვიანი, მორჩილი, ერთგული და მოსიყვარულე ჯიში.

ლაბრადორებს ხშირად იყენებენ სანადიროდ, ვინაიდან მათ აქვთ განსაკუთრებული ყნოსვა და მანამ მიჰყვებიან სამიზნეს, სანამ არ იპოვნიან. საზღვაო ძალები, სამხედრო ძალები და პოლიცია იყენებენ ამ ჯიშს, როგორც სამძებრო ძაღლებს კონტრაბანდის, ქურდობებისა და სხვა შემთვევებში

ეს ჯიში სარგებლობს ძალიან კარგი რეპუტაციით, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თბილი და მხიარული ჯიში, მეგობრული ყველა ასაკის ადამიანთან, თუ ცხოველთან.

 

რამდენად ხშირად სჭირდება ლაბრადორს ვარჯიში?

ამ ჯიშს, რომელსაც მუდმივად სჭირდება მოძრაობა, სირბილი, ენერგიის დახარჯვა,  პატრონები ხშირად არ ავარჯიშებენ, რის გამოც ცხოველი ენერგიის დახარჯვას ცდილობს სახლში – ღრღნის ავეჯს, იპარავს და აფუჭებს ნივთებს

 

მარტივია, თუ არა ლაბრადორის გაწვრთნა?

დიახ, ლაბრადორის გაწვრთნა ნამდვილად მარტივია. ისინი სწრაფად სწავლობენ და სურთ გემსახურონ. უნდა იცოდეთ რომ ეს ჯიში ძლიერი და ენერგიულია, განსაკუთრებით კი მოზარდები. მრავალ ქვეყანაში ლაბრადორებს უტარდებათ წვრთნა, რათა დაეხმარონ უსინათლო, ან აუტიზმით დაავადებულ ადამიანებს. მათ ასევე ხშირად იყენებენ სანადიროდ, სათევზაოდ, დასაგეშად და ა.შ

 

არის, თუ არა ლაბრადორი მეგობრული უცხო ხალხთნ?

მიუხედავად იმისა, რომ პატრონის დაცვა პრიორიტეტია, ლაბრადორი არაა აგრესიული ჯიში, მათი უმეტესობა ძალიან მეგობრული და მგრძნობიარეა.

ლაბრადორი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია ბავშვებისთვისაც, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ჯიში ძალიან ენერგიულია, განსაკუთრებით – ახალგაზრდობის წლებში ( 2-3 წელი). ეს კი ნიშნავს, რომ ძაღლები დარბიან, ახტებიან პატრონს, კაწრავენ თამაშის დროს, რაც არც თუ ისე უსაფრთხოა მცირეწლოვანი ბავშვებისთვის. ამიტომ უმჯობესია პატარაობიდანვე გავწვრთნათ, ან უკვე მოზრდილი და შედარებით მშვიდი  ლაბრადორი აიყვანოთ თავშესაფრიდან.

 

როგორ ეგუებიან ლაბრადორები სხვა ცხოველებს?

ლაბრადორები  ნებისმიერ ცხოველს ეგუებიან,როგორც დიდს ასევე პატარას. არ არიან პროვოკატორები. თუ მას შედარებით პატარა ცხოველს ვაცნობთ, მთავარია სწორი გზით გავაცნოთ ცხოველები ერთმანეთს, აგრესიისა და ზედმეტი ემოციების გარეშე, რადგან ლაბრადორმა შეიძლება პატარა ცხოველს მარტივად დაუშავოს რამე.

 

გრუმინგი და ვარცხნა

ლაბრადორები წელიწადში ორჯერ იცვლიან ბეწვს – გაზაფხულსა და ზამთარში. ასეთი დაბალბეწვიანი ძაღლის ჯიშისთვის, ლაბრადორი იმაზე მეტ ბეწვს ყრის, ვიდრე წარმოგიდგენიათ. განსაკუთრებით კი ბეწვის ცვლის პერიოდში. ამ დროს ყველაზე მეტად სჭირდებათ ინტენსიური ვარცხნა

ლაბრადორებს ნამდვილად არ სჭირდებათ გაკრეჭვა, გადაპარსვა ან ბეწვისთვის ფორმის მიცემა. გრუმინგზე კი ძირითადად დასაბანად, გასასუფთავებლად, დასავარცხნად მიჰყავთ.

 

რა დაავადებების თუ პრობლემების რისკი აქვთ ლაბრადორებს?

მათ უჩნდებათ 4 ძირითდი პრობლემა, ესენია:

  1. სახსრების პრობლემა – წლებთან ერთად იზრდება რისკი სახსრების (ბარძაყი და იდაყვი) დაქვეითების, რაც ძაღლისთვის ზღუდავს მოძრაობის საშუალებას და რაც მთავარია, იწვევს ტკივილს. ამ პრობლემის თავიდან ასარიდებლად ძაღლი მუდმივად უნდა ვარჯიშობდეს, იღებდეს საჭირო ვიტამინებს და არ აღემატებოდეს რეკომენდირებულ წონას. (მამრი-29 კგ; მდედრი- 25-32 კგ)
  2. სიმსუქნე და გაბერილობა – მართალია, ყველა ძაღლს უყვარს ჭამა, მაგრამ ლაბრადორი თავისი მსუნაგობით გამოირჩევა. ამიტომაც მუდმივად სჭირდებათ კონტროლი, მეპატრონე უნდა ცდილობდეს სწორად შეურჩიოს საკვები და აკონტროლოს საკვების მიჭების ტემპი. ხშირად, ძაღლები ზედმეტად სწრაფად ჭამენ საკვებს, ასეთი კვება კი იწვევს ნაწლავების გაბერვას, გაკვანძვას, ყაბზობას და ძაღლის სიცოხლის ხანგრძლივობის შემოკლებას).

ამ პრობლემის ასარიდებლად, მიაჩვით თქვენი მეგობრები საკვების სწორ დოზას,     სისტემატიურად გაიყვანეთ სასეირნოდ, სავარჯიშოდ და სათამაშოდ.

  1. ყურის ინფექციები – მათი დიდი და საყვარელი ყურები მოითხოვს პერიოდულ წმენდას.

ვინაიდან ლაბრადორებს ყურები შიგნიდან დანაოჭებული აქვს, ეს ქმნის იდეალურ სივრცეს ბაქტერიებისთვის, ამიტომ დიდი რისკია ყურებშ ინფექციების გაჩენის

პრობლემის თავიდან ასარიდებლად ყურები მუდმივად სუფთა და მშრალი უნდა ჰქონდეთ ძაღლებს. ყურადღება მიაქციეთ, რომ ბანაობის შემდეგ კარგად გამოუწმინდოთ შიგნიდან ყურები (საჭიროების შემთხვევაში კი მოაჭერით ზედმეტი თმა)

  1. გულის დაავადებები – ასაკში შესვლასთნ ერთად, ლაბრადორებს აქვთ გულის დაავადებების გაჩენის მაღალი რისკი.

პრობლემის თვიდან ასარიდებლად რეგულარულად ავარჯიშეთ ისინი, აჭამეთ მაღალი ხარისხის საჭმელი, დროულად გაუკეთეთ საჭირო აცრები და პერიოდულად ატარეთ ვეტერინართან შესამოწმებლად და საჭირო ვიტამინების დასანიშნად.

 

და ბოლოს, ლაბრადორი არის საკმაოდ ცნობისმოყვარე ჯიში, რომელსაც ძალიან უყვარს ადამიანები, ყველანაირი საჭმელი, წყალი, თამაში და ყურადღების ცენტრში ყოფნა. ამასთან, AKC (American Kennel Club) ლაბრადორებს აღწერს, როგორც 138 ძაღლის ჯიშიდან ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან და გონიერ ჯიშად (სწორი აღზრდის შემთხვევაში).

წყარო:

https://www.yourpurebredpuppy.com/dogbreeds/

https://en.wikipedia.org/wiki/Labrador_Retriever

https://www.akc.org/

 

Related Posts

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *