შესვლა

Blog

Latest News
რა გჭირდებათ ცხოველის საზღვარგვარეთ წასაყვანად?

რა გჭირდებათ ცხოველის საზღვარგვარეთ წასაყვანად?

თანამედროვე სამყაროში ადამიანები მუდმივად გადაადგილდებიან ქვეყნიდან ქვეყანაში. მითუმეტეს ახლა, როდესაც ევროკავშირში მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისათვის უმარტივესია. სამწუხაროდ, ჩვენი ოთხფეხა, ორფეხა, თუ უფეხო მეგობრისთვის მარტივი არაა სხვა ქვეყანაში გადაფრენა, თუმცა არა შეუძლებელი. ამისათვის კი გარკვეული პროცედურების გავლაა აუცილებელი.

გამგზავრება ევროკავშირში

📌 ცხოველის ვეტ-პასპორტი, რომელშიც უნდა იყოს ყველა გეგმიური ვაქცინაცია, რომელსაც აღიარებს ევროკავშირი (იგულისხმება კომპლექსური და ცოფი), და სხვა პროცედურები (ჭიებზე, რწყილსა და ტკიბაზე დამუშავება)

📌 ვეტერინარის მიერ ცხოველის ჯანმრთელობის შეფასება – მაქსიმუმ 72 საათით ადრე უნდა ჩატარდეს პროცედურები: პასპორტის გადამოწმება, კონსულტაცია.

📌 ცხოველის ჩიპირება – ცოფზე აცრამდე უნდა მოხდეს ჩიპირება, ან ტატუირება. ამ პროცედურის დამადასტურებელ მოწმობას აუცილებლად მოგთხოვენ საზღვარზე

📌 ცოფზე ვაქცინაცია (აცრა) – გამგზავრებამდე მინიმუმ 1 თვით ადრე ცხოველი უნდა აიცრას ცოფზე (და აისახოს პასპორტში)

📌 ლიმბახის ცნობა – ადგენს, თუ რამდენად გამოუმუშავდა ცხოველს იმუნიტეტი ცოფის მიმართ (ანალიზები იგზავნება გერმანიაში, ლიმბახის კლინიკაში)

📌 ვეტერინარული სერთიფიკატი – რომელსაც გასცემს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარული დეპარტამენტი http://nfa.gov.ge/ge/veterinaria-40. სერთიფიკატის ნებართვის ასაღებად ადგილზე (ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი #6, 0159) წერთ განცხადებას, რომელიც 50 ლარი ღირს. თან უნდა იქონიოთ თქვენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ცხოველის პასპორტი და ცხოველის ჯანმრთელობის ცნობა (ამ შემთხვევაში გააჩნია ქვეყანას, რომელშიც მიემგზავრებით)

📌 მეპატრონე ვალდებულია ცხოველი გადაიყვანოს მისთვის განკუთვნილი ჩანთით, ან კონტეინერით + ბილეთი

 

პოსტსაბჭოთა კავშირის ქვეყნები

პოსტსაბჭოთა კავშირის ქვეყნეყნებში მოქმედებს იგივე რეგულაციები გარდა ორი ცვლილებისა:

📌 ცხოველის გასაყვანად არაა სავალდებულო ცოფის ანტისხეულების ანალიზის დოკუმენტაციის წარდგენა (ლიმბახის ცნობა)

📌 კარანტინის ცნობა – ითხოვენ ბოლო 21 დღის მდგომარეობის აღწერას ვეტერინარის მიერ. ამ დროის განმავლობაში კერძო ვეტერინარი უნდა აკვირდებოდეს ცხოველს

 

გირჩევთ, მეტი დეტალი დააზუსტოთ იმ კონკრეტული ქვეყნის საკონსულოში, რომელშიც მიემგზავრებით და სატრანსპორტო კომპანიასთან, ავიახაზებთან. თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი მოთხოვნები, პირობები შექმნილი „გადამფრენი“ ცხოველებისთვის.

გაითვალისწინეთ:

📌 ზოგიერთი კატის, ძათლის გადაყვანა სალონით ხდება, გააჩნია ცხოველს და კომპანიას

📌 ზოგიერთი ქვეყანა კრძალავს ყურ და კუდმოჭრილი ძაღლების შეყვანას

📌 აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ვეტერინართან, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, იმ ქვეყნის საკონსულოსთან, სადაც მიემგზავრებით, ტრანსპორტ კომპანიასთან

 

 

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს:

https://www.rs.ge/4997

+ 995(32) 291 91 68

info@rs.ge

 

წყარო:

Related Posts

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *