შესვლა

Blog

Latest News
ყველაფერი ინგლისურ კოკერ სპანიელებზე

ყველაფერი ინგლისურ კოკერ სპანიელებზე

წარმოშობა: დიდი ბრიტანეთი

წონა: მამრი 14-15 კგ;  მდედრი 12-14 კგ

სიმაღლე: მამრი 39-41 სმ; მდედრი 38-40 სმ

ფერი : ოქროსფერი, ჩალისფერი, შავი, ყავისფერი, შერეული და სხვა

ლეკვების რაოდენობა: 2-8 ლეკვი

სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-15 წელი

 

ინგლისური კოკერ სპანიელი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ცხოველია საქართველოში და არა მარტო. კოკერი საშუალო ზომის ჯიშად ითვლება, რომელსაც ულამაზესი გრძელი ყურები, კეთილი გული და მხიარული ხასიათი აქვს. ხასიათის და კარგი მეგობრობის გარდა, მათ არაჩვეულებრივად შეუძლიათ ნადირობა (ძირითადად ფრინველებზე, ტყის ქათამზე). მეტიც, თავის დროზე, ისინი სწორედ ნადირობისთვის გამოიყვანეს.

 

 

ხასიათი

ნადირობაზე უფრო კარგად კოკერ სპანიელებს ოჯახის კომპანიონობა, ოჯახის წევრების ერთგულება და სიყვარული გამოსდით. ზოგადად, ეს ჯიში მხიარული, თბილი და მეგობრულია უცხო ადამიანებთან და ცხოველებთან.

როდესაც კოკერ სპანიელი არის მიჩვეული სოციალურობას, ადამიანებს, ბავშვებს, ცხოველებს, ძალიან თბილ, კეთილ და საყვარელ ძაღლად გვევლინება. ლეკვობიდან სწორად გაზრდის შემთხვევაში, მარტივად ამყოლია და ემორჩილება პატრონის ბრძანებებს. თუკი ძაღლის გაწვრთნას გადაწყვეტთ, მორჩილებასთან პრობლემა ნამდვილად არ გექნებათ.

თუკი კოკერ სპანიელი არაა მიჩვეული განცალკევებით ცხოვრებას, მოსიყვარულე, ერთგული და პატრონზე დამოკიდებულია. წინააღმდეგ შემთხვევაში: იზოლირებულად ცხოვრების,  აგრესიული მოქცევის, ზედმეტად გათამემების დროს, ეს ჯიში შეიძლება საკმაოდ აგრესიული გაიზარდოს და პრობლემები შეუქმნას მეპატრონეს.

მოვლა

კოკერებს  საკმაოდ ბევრი ყურადღბა და მოვლა სჭირდებათ.  ინგლისური კოკერები ბევრ ბეწვს ყრიან, განსაკუთრებით – გაზაფხული-შემოდგომა.  აბრეშუმის ბეწვის შესანარჩუნებლად კი სჭირდებათ ხშირი დავარცხნა, გამოვარცხნა, თმის შესწორება და ფრჩხილების მოჭრა სისტემატიურად.

თუ თქვენ გსურთ გრძელბეწვნიანი კოკერის ყოლა, ძაღლის ყოველ დღე სავარცხლით დავარცხნა მოგიწევთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ცხოველის ჯანმრთელობისთვის, ასევე სახლში ბეწვის სიმცირის გამო. თუ გაკრეჭილ კოკერს ამჯობინებთ, გრუმინგის სერვისი თითქმის ყველა კლინიკას აქვს და შეგიძლიათ მიმართოთ დასახმარებლად.

მუდმივად აკონტროლეთ კოკერ სპანიელის ყურები. დავარდნილი ყურები ხელს უშლის ჰაერის ცირკულირებას, რაც  იწვევს ბაქტერიების, სოკოების, პარაზიტების გამრავლებას. თუ შენიშნავთ, არასასიამოვნო სუნს, სიწითლეს, ქავილს, ყურების ხშირად პარტყუნს, აუცილებლად მიმართ ვეტერინარს და იმკურნალეთ.

რაც შეეხება ჭამას, როგორც თითქმის ყველა ჯიშს, მათაც ძალიან უყვართ ჭამა. უფლება რომ მისცეთ, რამდენსაც დაუყრით, იმდენს  გადასანსლავენ. ამიტომ, მუდმივად გჭირდებათ ულუფების კონტროლი.

ცოხველმა საკვები უნდა მიიღოს დღეში ორჯერ, ერთსა და იმავე დროს. მოცულობა კი დამოკიდებულია საკვების ტიპზე, ბრენდზე, ცხიმიანობაზე, ცხოველის ასაკსა და წონაზე. ზუსტ პორციებს კი ვეტერინარი და კინოლოგი შეგიდგენთ.

რამდენად ხშირად სჭირდება კოკერ სპანიელს ვარჯიში?

ინგლისური კოეკრ სპანიელი არის მონადირე ჯიში და იმაზე მეტი ვარჯიში სჭირდება ვიდრე გგონიათ. მხოლოდ იმიტომ, რომ ტანით დიდი არაა, არ ნიშნავს, რომ კორპუსის ბინაში, დღეში 2 მოკლე გასეირნებით კომფორტულად და ბედნიერად იცხოვრებს.

თუმცა, დაგვეთანხმებით, საქართველოში 90%-ს კოკერ სპანიელი ბინაში ჰყავს, რაც პრობლემას არ წარმოადგენს, თუ თქვენ ყოველ დღე, დღეში 2-3-ჯერ გაასეირნებთ, ავარჯიშებთ, ენერგიას დაახარჯვინებთ. მითუმეტეს, ამ ჯიშს ძალიან უყვარს ვარჯიში, პატრონთან, მეგობარ ცხოველებთან თამაში და ადამიანებთან დროის გატარება. დაგვიჯერეთ –  ეს აქტივობები დადებითად აისახება თქვენს სახლზეც. ცხოველი ნაკლებად, ან საერთოდ აღარ დაღრღნის თქვენს ჩუსტებს, კედელს, ავეჯს, მეზობლის კარებს და ა.შ.

 

მარტივია, თუ არა კოკერ სპანიელის გაწვრთნა?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კოკერ სპანიელი სანადიროდ გამოყვანილი ჯიშია (1892 წელი),  რომელიც მეტწილად ტყის ქათამზე (woodcock) იგეშება, ამიტომაც შეარქვეს მას Cocker.

საბედნიეროდ, კოკერ სპანიელი ძალიან მარტივი გასაწვრთნელია, განსაკუთღებით მაშინ, როცა ლეკვობიდან წვრთნით. აუცილებლად მიაჩვიეთ პატარაობიდან ხალხში ყოფნას, ბავშვებთან თამაშს, უცხო ცხოველებთან კონტაქტს, მიეცით მას სასუსნავები ყოველი „დამორჩილების“, კარგად ქცევის შემდეგ და მათი მსუნაგობა აიძულებს ყველაფერი გააკეთონ, რომ “კარგი ცუგები” იყვნენ.

 

არის, თუ არა კოერ სპანიელი მეგობრული უცხო ხალხთან და სხვა ცხოველებთან?

კოკერ სპანიელი არის ძალიან მეგობრული, თბილი  და ენერგიული სხვა ხალხთან და ცხოველებთანაც  კომფორტულად და მშვიდად გრძნობენ თავს, ასევე არიან ძალიან მეგობრულები ბავშვებთან.

თუმცა, ხშირად ხდება, როცა კოკერები აგრესიულები იზრდებიან. ეს შეიძლება იყოს გამოწვეული წვრთნის ნაკლებობით,მოზღვავებული ენერგიით, ზედმეტად გათამამებული ცხოვრების, ფსიქოლოგიური ტრამვით, ან უბრალოდ ხასიათით.

 

რა დაავადებების პრობლემების რისკი აქვთ კოკერ სპანიელებს?

კოკერ სპანიელები განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან გულის კუნთის დაავადებისკენ, რომელიც ცნობილია როგორც კარდიომიოპათია, რაც ხშირად იწვევს გულის უკმარისობას. ჯიშს ხშირად ემართება შემდეგი დაავადებები: სიმსივნე, სახსრებისა და მენჯების დისპლაზია.

კოკერები მგრძნობიარე არიან ბაქტერიულ და ვირუსულ ინფექციებთან. მაგალითად: პარვო ვირუსი, ცოფი და დისტამფორი. ამ ინფექციების პრევენცია შესაძლებელია ვაქცინაციის გზით.

 

და ბოლოს, როგორც ყველა სხვა ჯიშის შემთხვევაში, კოკერ სპანიელის აყვანის დროსაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მათი ხასიათი. კარგად აწონ-დაწონოთ ფინანსური ხარჯები, საცხოვრებელი პირობები და რაც მთავარია – დრო. სპანიელებისთვის დიდ ეზოზე ბევრად მნიშვნელოვანია თქვენთან ერთად დროის გატარება, თამაში, სითბო და სიყვარული

 

აქვე გთავაზობთ Animal Planet-ის დოკუმენტურ გადაცემას კოკერ სპანიელებზე და სახალისო ვიდეოების კრებულს:

 

 

 

 

წყარო:

https://en.wikipedia.org/wiki/English_Cocker_Spaniel#Colour

https://www.yourpurebredpuppy.com/reviews/englishcockerspaniels.html

https://dogtime.com/dog-breeds/english-cocker-spaniel#/slide/1

Related Posts

Comments (1)

  • Tamari Antadze
    შაბათი, der 27. ივნისი 2020 at 15:53 პასუხი

    ძალიან საინტერესო ინფირმაციას გავეცანი. მიხარია რომ არსებობთ! წარმატებები 🐾

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *